უკან
უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
არქივი
მოზაიკა
19 ივლისი, 2018 17:10
საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ ხანმოკლე წვიმას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ მცირე ნალექს პროგნოზირებენ.
დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +25, +30; მთაში +24, +29; მაღალ მთაში +22, +27 გრადუსი.
ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +31, +36; მთაში +26, +31; მაღალ მთაში +19, +24 გრადუსი.
თბილისში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +35 გრადუსი იქნება.