უკან

კომენტარი

29 მაისი, 2018 17:10
font-size

საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია - თენგიზ ფხალაძე

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია.

“ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია და სრულიად გასაგებია თუ საიდან მოდის ეს ე.წ. აღიარების თემა. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც ხაზგასასმელია – ასეთი ტიპის აღიარებას არანაირი საერთაშორისო-სამართლებრივი შედეგი არ და ვერ ექნება. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინირებული მუშაობა არაბული ლიგის ქვეყნებთან და ზოგადად, ამ რეგიონის ქვეყნებთან, რადგან ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ის დიპლომატიური ფრონტი, რომელიც გახსნილი აქვს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ. იმავდროულად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო არენაზე მწყობრი, კოორდინირებული და მიზანმიმართული ნაბიჯების კიდევ უფრო გაძლიერება, რათა რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური წნეხი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. დაბოლოს, თავისთავად ცხადია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია აქ ჩვენი პარტნიორების ჩართვა და მათთან ერთად კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა საერთაშორისო არენაზე”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

`ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი` - არჩილ თალაკვაძე

22 სექტემბერი, 2018 , 18:46

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი. მისი თქმით, საქართვ

ივანიშვილი არ არის ის კაცი ან კანაფზე ფიქრობდეს ან ოპიუმის ყაყაჩოზე – მეუფე იაკობი

22 სექტემბერი, 2018 , 18:22

ივანაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც კანაფზე ფიქრობს და ეს იდეა ვიღაცამ შესთავაზა - ამის სესახე მეუფე იაკობმა ტელეკომპანია “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ” თუ საჭირო გახდებოდა ერთჯერ

გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას, რადგან მან უზრუნველყო ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება - ირაკლი კობახიძე „ომეგას“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყანაში კორუფციას არ დაუშვებს.

მოვუწოდებ ყველას, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდონ გამოძიებას - არჩილ თალაკვაძე “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე საუბრისას მოუწოდა ყველას, რომ ამასთან დაკავშირებით რამე ინფორმაციის

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დასცინოს ქისტებს და დააპირა, რომ აქ ჩაეტარებინა სახალხო დღესასწაული - ელისო კილაძე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დასცინოს ქისტებს და დააპირა, რომ აქ ჩაეტარებინა სახალხო დღესასწაული პანკისობა 2018,“ - ეს განცხადება გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ, პანკისის ხეობაში გაა

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი უკანონო გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს

22 სექტემბერი, 2018 , 15:20

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი უკანონო გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს . მისი ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი კვლავ ირწმუნება რომ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელთან შეხვედრაზე უშუალოდ ჩხარტიშვილის მხრიდან არ ყოფილა ნახსენე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`