უახლესი ამბები
- 18.01.2021 10:38ანონსი - 18.01.21
- 18.01.2021 10:20დღის კალენდარი _ 18 იანვარი
არქივი
პოლიტიკა


საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
აბუ-დაბიში გამართა პირველი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ხალიფა შაჰინ ალ-მარარი.
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საემიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები.
მხარეები მიესალმნენ თბილისსა და აბუ-დაბიში დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნის გადაწყვეტილებას (საემიროების საელჩო თბილისში გაიხსნა 2018 წლის ბოლოს, ხოლო საქართველოს საელჩო აბუ-დაბიში გაიხსნება 2019 წლის ბოლომდე).
შეთანხმდა საქართველოს და საემიროებს შორის ურთიერთობების ხელშესაწყობად ორმხრივი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბების და განვითარების კონკრეტული გეგმა.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება და ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების კოორდინირებული ქმედებების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. ქართულმა მხარემ საემიროების წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - ე.წ. “სამხრეთ ოსეთი”) უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ სფეროში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საემიროების მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერასთვის.

ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ - ირაკლი კობახიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40

ვასილ მაღლაფერიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა
16 იანვარი, 2021 , 15:00
ირაკლი კობახიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარე გახდა
16 იანვარი, 2021 , 14:45
`ოცნების` ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დააკავეს რამდენიმე აქტივისტი
16 იანვარი, 2021 , 13:20

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ
16 იანვარი, 2021 , 13:04

დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება - ნიკა მელია
16 იანვარი, 2021 , 12:49