უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 სექტემბერი, 2019 13:20
font-size

საქართველოსა და აშშ-ს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, აშშ-ს და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე. სტუმრები აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის (FAA) დირექტორის მოადგილემ, ლირიო ლიუმ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის რაშლოუმ და ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების სამსახურის დირექტორის მოადგილემ რობერტ რუისმა მიიღეს.

ვაშინგტონში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის დაწყებისათვის აუცილებელ პროცედურულ საკითხებზე ისაუბრეს და ამ მიზნით, საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ყურადღება გამახვილდა ასევე მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების და ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მომზადების საკითხებზე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ამერიკულ მხარეს საავიაციო უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე ზედამხედველობის გაუმჯობესების კუთხით არსებული მიღწევები და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ საქართველოში ჩატარებული აუდიტის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვითაც ქვეყანას მოწინავე პოზიცია აქვს რეგიონში. ასევე, ლევან კარანაძემ ისაუბრა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გატარებულ სამუშაოებზე ევროკავშირის რეგულაციების და დირექტივების დანერგვის კუთხით, რაც ქვეყნის მხრიდან ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს საავიაციო უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარება, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება პარტნიორ ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად: „აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაღრმავება და მისი გამოცდილების გაზიარება დაეხმარება საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას ზედამხედველობის ხარისხის ამაღლებასა და ინტიტუციონალურ გაძლიერებაში, რაც თავის მხრივ, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის დასაწყებად“.

"აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და მძლავრ საავიაციო ხელისუფლებას მსოფლიოში, რომელიც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან ერთად, დღის წესრიგს ქმნის ამ სფეროში. FAA-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების შემდგომ გაუმჯობესებას ჩვენს ქვეყანაში. ამასთან, საავიაციო ხელისუფლებებს შორის აქტიური კავშირების დამყარება უაღრესად მნიშვნელოვანია სამომავლოდ, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების ტექნიკურად განხორციელებისათვის“ - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა United Airlines-ის და Delta Airlines-ის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ორგანიზებაში, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საელჩო აშშ-ში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9682 ლარი გახდა

17 ოქტომბერი, 2019 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9682 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9663 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას რეფორმების განხორციელების პროცესში

17 ოქტომბერი, 2019 , 13:05

მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და აღნიშნავს, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა, ქვეყანა განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ ბანკის ვიცე-პრეზიდეტმა სირილ მიულერ

კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, 25%-მდე მცირდება

17 ოქტომბერი, 2019 , 10:44

დღეიდან კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, 25%-მდე შემცირდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანებაშია აღნიშნული. აღ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9663 ლარი გახდა

16 ოქტომბერი, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9663 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს

16 ოქტომბერი, 2019 , 17:00

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს. როგორც „მედიანიუსს“ ფინან

ანაკლიის კონსორციუმს მთავრობა აძლევს საშუალებას, მის ხელთ არსებული რესურსი წლის ბოლომდე გამოიყენოს

16 ოქტომბერი, 2019 , 12:15

საქართველოს მთავრობა აძლევს კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტ