უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ივნისი, 2019 17:27
font-size

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ გაბალაში მიმდინარე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ლევან იზორიამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტიური დინამიკაა.

ლევან იზორიამ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრში გამგზავრებამდე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ჰეიდარ ალიევის პარკში ჰეიდარ ალიევის მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს

14 ივნისი, 2019 , 12:03

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც „მედიანიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, 13 ივნისს, პრაღაში, ქართულ-რუსული არაფ

ოპოზიციურმა პარტიებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნისთვის პარლამენტში ხელმოწერები წარადგინეს

13 ივნისი, 2019 , 13:28

20-მა ოპოზიციურმა პარტიამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნისთვის პარლამენტში 300 000 ხელმოწერა წარადგინა. ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლას 2020 წლიდან ითხოვს. მათი თქმით, ისინი აპირებენ, რომ ყველა კანონიერი გზა

ვიზიტი აშშ-ში აძლიერებს ჩემს ოპტიმიზმს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის და გაზრდილი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართ - მამუკა ბახტაძე

13 ივნისი, 2019 , 11:53

1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკა იყო ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარი და მოკავშირე და ბოლო 28 წლის განმავლობაში შემუშავებული დემოკრატიის კურსის შედეგად, დამოუკიდებლობა საუკუნეების განმავლობაში ჩვენს მთავარ ფ

საქართველოს სურს, გახდეს გლობალური ბაზრების სრულუფლებიანი წევრი და ეფექტურად იყოს ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში - მამუკა ბახტაძე

12 ივნისი, 2019 , 20:52

ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში გაბედული ნაბიჯები იდგმება სახელმწიფო ბიუჯეტის 25 პროცენტის გამოსაყოფად განათლებისა და ადამიანური კაპიტალისთვის, რათა მეტი წარმატების საშუალება მივცეთ ჩვენს ხალხს დღევანდელ და სამომავლო ეკონ

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი პოლიტიკური ნება განხორციელდეს ანაკლიის პროექტი და ეს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაშიც აისახა

12 ივნისი, 2019 , 17:00

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არის პოლიტიკური ნება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და განხორციელდება კიდევაც. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი ნაბიჯები , ამის ნათელი დადასტურება

„აშშ-ს მხრიდან უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა განხორციელებულ რეფორმებს, როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით“ - ზალკალიანი

12 ივნისი, 2019 , 16:49

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აშშ-ში მაღალ შეფასებას აძლევს. მინისტრის განცხადებით ვაშინგტონში გამართული შეხვედრები და ზოგადად, მაღალი დონის ორმხრივი კომუნიკაც

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!