უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 დეკემბერი, 2016 17:20
font-size

საქართველოსა და ევროპის პოლიციას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი დამტკიცდა- გიორგი მღებრიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ევროპის პარლამენტმა საქართველოსა და ევროპოლს შორის შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.

როგორც მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

„ევროპის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი. პროცედურის თანახმად, ევროკავშირის საბჭო გასცემს უფლებამოსილებას ევროპოლის დირექტორზე, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვა და ჩვენ ამ შეთანხმებას ორმხრივი ხელმოწერით განვამტკიცებთ. ევროპოლთან აღნიშნული შეთანხმების გაფორმებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა. 2015 წლის ივნისში ევროპოლის ექსპერტებმა ადგილზე შეაფასეს საქართველოში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის ხარისხი და იმავე წლის დეკემბერში დადებითი დასკვნა მიიღეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად აკმაყოფილებდა ევროპოლის სტანდარტებს პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება, რაც იძლევა თანამშრომლობის შესაძლებლობას ევროპოლთან როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებით.

„შეთანხმება შესაძლებლობას გვაძლევს უსაფრთხო არხის მეშვეობით გავცვალოთ ოპერატიული ინფორმაცია და მონაწილეობა მივიღოთ ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში, ასევე მივიღოთ ევროპოლისგან ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი საპოლიციო ინფორმაცია. შეთანხმების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე წარგზავნის ევროპოლის შტაბბინაში მეკავშირე ოფიცერს, რომელიც ევროპის პოლიციის სამსახურთან მჭიდრო და ეფექტური კავშირების დამყარებას უზრუნველყოფს. მსგავსი მაღალი დონის შეთანხმება ევროპოლს გაფორმებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის აშშ, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია. ევროპოლის ოპერატიული პარტნიორობა ნიშნავს, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში. ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას, ეს ნიშნავს უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ევროპის სამართალდამცავ უწყებებთან, ეს ნიშნავს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტურ ერთობლივ ბრძოლას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე გავხდით ევროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში“,, - აღნიშნა მინისტრმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი