უკან

ეკონომიკა

15 მარტი, 2019 12:35
font-size

საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის NEXI პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

შეთანხმება ითვალისწინებს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობას, შესაბამისი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას ერთმანეთის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად და იაპონიის კომპანიების მხარდაჭერას საკუთრი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საქართველოში, რისთვისაც იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ ექსპერტებს მიეწოდებათ შესაბამისი სადაზღვეო პროდუქტები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული კომპანიების ეფექტურ და მომგებიან საქმიანობას მათი მიზნების მისაღწევად.
შეთანხმების პრიორიტეტული სფეროებია მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება, მეწარმეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტელეკომუნიკაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები, ვაჭრობა და ექსპორტის ხელშეწყობა, სახელმწიფო ქონების მართვა, სამშენებლო პოლიტიკა, ინვესტიციები, ა.შ.

NEXI არის იაპონიის სამთავრობო ოფიციალური საექსპორტო საკრედიტო სააგენტო, რომელიც სადაზღვეო პროდუქტებით უზრუნველყოფს იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ კომპანიებს. NEXI-ის მისიაა, ხელი შეუწყოს იაპონიის საქონლისა და მომსახურების ექსპორტს, იაპონიის კომპანიების მიერ საზღვარგარეთ ბიზნესის გაფართოებას და სხვა ქვეყნებიდან ბუნებრივი რესურსების სტაბილური მარაგების მოწოდებას ისეთი სადაზღვეო პროდუქტების მეშვეობით, როგორებიცაა საექსპორტო კრედიტის დაზღვევა, ინვესტიციების დაზღვევა და სესხის დაზღვევა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 მაისისთვის - დოლარი - 2.7676 ლარი, ევრო - 3.0848

21 მაისი, 2019 , 17:45

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7676 ლარი ეღირება, ევრო – 3.0848, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5135 ლარი. დღეს, 21 მაისს ე

საქართველოსა და უკრაინას შორის მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შევიდა

21 მაისი, 2019 , 17:25

საქართველოსა და უკრაინას შორის მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შევიდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და უკრაინის პირველმა ვიცე-

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

21 მაისი, 2019 , 16:00

თბილისი. მედიანიუსი. 21.05.19. საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა საფრან

უახლოეს მომავალში საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა - მამუკა ბახტაძე

21 მაისი, 2019 , 12:25

უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის - დოლარი - 2.7470 ლარი, ევრო - 3.0643, ფუნტი - 3.4997

20 მაისი, 2019 , 17:53

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7470 ლარი ეღირება, ევრო – 3.0643, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4997 ლარი. დღეს, 20 მაისს ე

როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც ორი დაბრკოლებაა, შიდა საკითხები და ქვეყნის გარეთ არსებული გარემო - კრისტინ ლაგარდი

20 მაისი, 2019 , 16:20

როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც ორი დაბრკოლებაა, შიდა საკითხები და ქვეყნის გარეთ არსებული გარემო, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა, კრისტინ ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში