უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 სექტემბერი, 2017 13:35
font-size

საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და კანადელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით სამომავლო პროექტები - განხილვის ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კანადელ კოლეგასთან ჰარჯიტ სინგ საჯანთან შეხვედრისას ისაუბრა. მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა ტორონტოში, კანადის თავდაცვის სამინისტროს რეგიონულ ოფისში შედგა.

საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ლევან იზორიამ კოლეგას კანადის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კანადის მხრიდან ყურადღება გამახვილდა რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით.

შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშორმლობის გაღრმავება და გაძლიერება. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში კანადელი ექსპერტების საქართველოში მოვლინებაზე. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თანამშორმლობის ინტენსიფიკაციაზე მეტყველებს მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კანადური ხომალდის შემოსვლაც.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადაში ვიზიტის ფარგლებში „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროების მხარდასაჭერად ჩავიდა.

ტორონტოში გამართული შეხვედრისას ლევან იზორიამ კანადელ კოლეგას საერთაშორისო თამაშების გახსნის ცერემონიალზე მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი