უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 მარტი, 2018 16:35
font-size

საქართველოსა და პორტუგალიის განათლების მინისტრები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და პორტუგალიის განათლების მინისტრმა ტიაგო ბრანდაო როდრიგესმა სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს. მინიტრებს შორის ორმხრივ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი პროფესიულ განათლებაზე და ამ მიმართულებით სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე გაკეთდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის განათლების სამინისტროებს შორის შემუშავდეს მემორანდუმი, რაც განათლების კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გააღრმავებს.

მიხეილ ჩხენკელმა პორტუგალიელ კოლეგას პროფესიულ განათლებაში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის შემუშავება შესთავაზა, რაც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გარკვეული დროით პორტუგალიის კოლეჯებს ესტუმრონ და ამ ფორმით ცოდნა გაიღრმავონ. ამასთან, საქართველოს კოლეჯები პორტუგალიელ სტუდენტებს უმასპინძლებენ.

პორტუგალიის განათლების მინისტრმა ქართველ კოლეგას საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ დაძლიეს პროფესიულ განათლებასთან მიმართებით არსებული ფსიქოლოგიური ბარიერი და როგორ ცდილობენ წლიდან წლამდე პროფესიული განათლების პრესტიჟი და პოპულარობა გაზარდონ.

შეხვედრის დასასრულს, მიხეილ ჩხენკელმა პორტუგალიელი კოლეგა საქართველოში დაპატიჟა. თანამშრომლობის მემორანდუმს, ხელი სწორედ მისი ვიზიტის დროს მოეწერება.

საქართველოსა და ფინეთის განათლების მინისტრების შეხვედრა ლისაბონში, განათლების მინისტერიალია ფარგლებში შედგა, რომელიც პორტუგალიის მთავრობის ორგანიზებით ტარდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, პედაგოგთა კავშირების ლიდერები და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაციის წევრები არიან ასევე პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე და საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი არჩილ სუმბაძე.

საკვანძო სიტყვები:

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი