უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა


საქართველოსა და რუსეთს შორის შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ამ შეხვედრას კონკრეტული მიზანი ექნება - სოფო ქაცარავა
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუკი მცირე ნაბიჯი ინება გადადგმული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ამ შეხვედრას კონკრეტული მიზანი ექნება. ეს კონკრეტული მიზანი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებია და თუ მცირე ნაბიჯი გადაიდგმება იმისკენ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. სხვა შემთხვევაში შეხვედრა – შეხვედრისთვის არ უნდა შედგეს. სხვა მოცემულობები და შესაძლებლობები იყო, როცა პრეზიდენტს შეეძლო, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებისთვის მხარი დაეჭირა“, - უთხრა ჟურნალისტებს ქაცარავამ.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კარასინის განცხადებას, ქაცარავამ აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია უცვლელია.
ცნობისთვის, კარასინმა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა არ გამორიცხა.
„თეორიულად შესაძლებელია შეხვედრა ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, მაგრამ ამისთვის კარგი მომზადება სჭირდება“, - უპასუხა კარასინმა კითხვას, შესაძლებელია თუ არა, წელს გაიმართოს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

განწყობაც და დამოკიდებულება ჩვენი არის, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს -მამუკა მდინარაძე
24 თებერვალი, 2021 , 17:40

ვილაპარაკოთ საქმეზე, ქვეყნის ინტერესებზე და არა იმაზე, რა აწყობს „ნაცმოძრაობას“ - მამუკა მდინარაძე
24 თებერვალი, 2021 , 17:40

ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული - Amnesty International
24 თებერვალი, 2021 , 17:40

პატიმრობა თავად მელიამ და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა - მამუკა მდინარაძე
24 თებერვალი, 2021 , 17:15

ნიკა მელიას დაკავებამ გაამძაფრა დაძაბულობა, რაც არ იყო საჭირო და ამ ნაბიჯმა ასევე გააღრმავა კრიზისი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები
24 თებერვალი, 2021 , 17:15

ჩვენ მუშაობას ვიწყებთ საერთაშორისო სანქციებზე ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც უშლის ხელს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას - ხატია დეკანოიძე
24 თებერვალი, 2021 , 14:40