უკან

პოლიტიკა

15 ნოემბერი, 2018 14:05
font-size

საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2018 წლის 14 ნოემბერს, პარიზში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო საფრანგეთის მხრიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს უძღვებოდა ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ფლორანს მანჟანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრის დასაწყისში, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რასაც საფუძვლად უდევს მრავალწლიანი ისტორიული კავშირები. მხარეები მიესალმნენ დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის დაარსებას, რაც განპირობებულია საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანის საჭიროებით და ატარებს როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დატვირთვას. აღინიშნა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ფორმატის შექმნა ხაზს უსვამს საფრანგეთთან არსებული პარტნიორული ურთიერთობების პრიორიტეტულ ხასიათს და წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციის მცდელობას. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა 2019 წლის გაზაფხულზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საფრანგეთში ვიზიტის დროს გაიმართება.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მხარეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საფრანგეთის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებისათვის. ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საფრანგეთის განახლებული კონტრიბუციისათვის.

აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საჰაერო თავდაცვის პროექტის განხორციელებაში აქტიური ჩართულობისთვის. ასევე, აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა სამშვიდობო მისიების ფარგლებში. ხაზი გაესვა წარმატებულ ურთიერთობებს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თავშესაფრის მაძიებელთა და ორგანიზებული დანაშაულის კუთხით.

კონსულტაციების ფარგლებში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ისევე როგორც სექტორული თანამშრომლობის კუთხით არსებული შესაძლებლობების სრულად და ეფექტურად ათვისება, ბიზნეს-კავშირების გაძლიერება და ინვესტიციების წახალისება. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის დაკავშირებისა და ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით მნიშნელოვანი ნაბიჯია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. მხარეები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ 2019 წლის აპრილიდან თბილისსა და პარიზს შორის პირდაპირ ფრენებს განახორციელებს ფრანგული ავიაკომპანია „Air France”, აღინიშნა, რომ ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ხოლო ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის მიმოსვლის კიდევ უფრო გააქტიურება ხელს შეუწყობს ერთის მხრივ საფრანგეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ხოლო მეორეს მხრივ ხალხთა შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების გააქტიურებას.

აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა კულტურისა და განათლების სფეროებში. მხარეები მიესალმნენ ურთიერთობების გაღრმავებას ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის, განსაკუთრებით ხაზი გაესვა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ასევე დაესწრო პარიზის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტში (Sciences Po) გამართულ კინოჩვენებას “Georgia - All Roads Lead to Europe”. კინოჩვენების შემდეგ მინისტრის მოადგილემ ინსტიტუტის სტუდენტებისა და სხვა დამსწრე საზოგადოების წინაშე ისაუბრა საქართველოში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გამოსვლის შემდეგ, მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა

ასევე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრის მოადგილის შეხვედრები ეროვნულ ასამბლეაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტთან, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველთან, პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველთან და საფრანგეთის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ქვე-ჯგუფის პრეზიდენტთან.

საკვანძო სიტყვები:

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი