უკან

პოლიტიკა

19 აპრილი, 2019 13:30
font-size

საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

სერბეთის დელეგაციას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სერბეთის მთავარი მომლაპარაკებელი ტანია მიშჩევიჩი ხელმძღვანელობდა, ხოლო საქართველოს მხრიდან დელეგაციას მასპინძლობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროინტეგრაციის საკითხებზე, საქართველოსა და სერბეთს შორის დიალოგის ფარგლებში, სერბეთი – ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ქართულ მხარეს უზიარებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაგროვილ გამოცდილებას, რაც თავის მხრივ, ეხმარება საქართველოს სწორად დაგეგმოს სამომავლო ნაბიჯები და კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის: ევროინტეგრაციის პროცესის რეფორმების კოორდინაცია და ევროკავშირის დახმარების იმპლემენტაციის ხელშეწყობა; უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები; ევროკავშირში ექსპორტი და ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების ჩარჩოში არსებული შესაძლებლობები; ევროკავშირთან თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სერბეთსა და საქართველოს შორის დიალოგს რეგულარულ ხასიათი ექნება და შეხვედრები გაიმართება როგორც საქართველოში, ასევე სერბეთში.

საქართველოში სერბეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ევროინტეგრაციის საკითხებზე, ანალიტიკური ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან.

ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და ის დაიძლევა ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით -მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო, 2019 , 21:45

ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრე

მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ - მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო, 2019 , 16:40

ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია „რაინეარი&ld

დავით ზალკალიანი ფედერიკა მოგერინის ესაუბრა

21 აგვისტო, 2019 , 14:50

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთ

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნესლიდერთა ფორუმს გახსნის

21 აგვისტო, 2019 , 12:26

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნესლიდერთა ფორუმს გახსნის. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესცენტრი ავრცელებს. საერთაშორისო ფორუმი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება MEDEF INTERNATIONAL ო

მამუკა ბახტაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

20 აგვისტო, 2019 , 14:16

ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. ჩინელმა დიპლომ

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

20 აგვისტო, 2019 , 11:05

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლაშა ჟვანიამ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ისრაელ კაცთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო უ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს