უახლესი ამბები
- 12.12.2019 17:45კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ დააჯარიმა
- 12.12.2019 17:351 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8661 ლარი გახდა
- 12.12.2019 17:35სალომე ზურაბიშვილი კარლ ჰარცელს შეხვდა
- 12.12.2019 17:10აკაკი ზოიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
- 12.12.2019 17:10ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
- 12.12.2019 17:10„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა
- 12.12.2019 17:05ნატო ჩხეიძე: ვთქვი, გაქრა, წავიდა, დალია ჩაილურის წყალი...
- 12.12.2019 16:20საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება
- 12.12.2019 15:43გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა
- 12.12.2019 15:25ავღანეთში წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა -საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
არქივი
ეკონომიკა


საქართველოსა და სომხეთის საჰაერო სივრცეში მფრინავ ხომალდებს დღეიდან თავისუფალი მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია” სომხეთის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერ ორგანიზაციასთან (ARMATS) ერთად სამხრეთ კავკასიის რეგიონში უმნიშვნელოვანესი პროექტის – საქართველოსა და სომხეთს შორის თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველომ და სომხეთმა თავისუფალი საჰაერო მარშრუტების პროექტზე მუშაობა 2017 წელს დაიწყეს და ძალაში დღეიდან შევა.
სამინისტრო განმარტავს, რომ პროექტი გულისხმობს საქართველოსა და სომხეთის საჰაერო სივრცეში მფრინავი საჰაერო ხომალდების მიერ თავისუფალი მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობას, მხოლოდ შემოსვლის და გასვლის წერტილის მითითებით, რომელიც აღნიშნული იქნება, როგორც სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცის თავისუფალი მარშრუტები – Free Route Airspace in south Caucasus Area – FRASC.
პროექტის განხორციელებას თბილისის საჰაერო მოძრაობის რაიონული ცენტრიდან შპს „საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, სომხეთის სააერნაოსნომომსახურების პროვაიდერი ორგანიზაციის გენერალური დირექტორი არტურ გასპარიანი და ევროკონტროლის დელეგაციის წევრები დააკვირდებიან.
შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით, თავისუფალი საჰაერო მარშრუტებით ევროპის საჰაერო სივრცის სამი მეოთხედი უკვე სარგებლობს.
„მიხარია, რომ ამიერკავკასიის რეგიონში ჩვენ პირველებმა დავნერგეთ თავისუფალი საჰაერო მარშრუტები და დღეს უკვე ამ კონცეფციის მეორე ეტაპის განხორციელებას ვიწყებთ. ავიაკომპანიებს, რომლებიც ერთ მარშრუტზე კვეთენ საქართველოს და სომხეთს, საშუალებას ვაძლევთ, გადაადგილებისას აარჩიონ უმოკლესი მარშრუტი, დაზოგონ დრო და საწვავი და შესაბამისად, ხარჯი უფრო ეფექტურად დაგეგმონ. ეს საკმაოდ რთული მისიაა და მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა ამ გლობალურ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი“, – განაცხადა მან.
„საქაერონავიგაციის“ საჰაერო მოძრაობის მართვის სპეციალისტები ევროკონტროლისა და სომხეთის წარმომადგენლებთან ერთად, თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვის პროცესს რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე დააკვირდებიან.
საქართველო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის ინიციატივას – საჰაერო სივრცეში თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვის შესახებ, 2017 წელს შეუერთდა. ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით, თავისუფალი საჰაერო მარშრუტები, მთელი ევროპის მასშტაბით 2022 წელს სრულად იქნება დანერგილი.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8661 ლარი გახდა
12 დეკემბერი, 2019 , 17:35

ტურიზმიდან შემოსავლებმა წელს სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა - ეროვნული ბანკი
12 დეკემბერი, 2019 , 15:00

საჭიროა მინიმუმ 1.3-1.5 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც მარტივი არ არის , თუმცა შესაძლებელია - ირაკლი კოვზანაძე
10 დეკემბერი, 2019 , 15:10

აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
10 დეკემბერი, 2019 , 15:10

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
10 დეკემბერი, 2019 , 15:00

თამბაქოს მაფია - ხელისუფლებამ თუთუნის ბაზარზე ვანო ჩხარტიშვილი მონოპოლისტი გახადა
9 დეკემბერი, 2019 , 16:35