უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 მაისი, 2017 15:25
font-size

საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების რეაბილიტაციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა საქართველოსა და თურქეთს შორის 2017 -2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები ვალდებულებას იღებენ ითანამშრომლონ თეატრის, კინოს, ლიტერატურის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებებით.

,,დოკუმენტის მიხედვით, მხარეები განახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას, ასევე უზრუნველყოფენ კომპეტენტური ორგანოების ურთიერთთანამშრომლობასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას.

საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

პირველი ეტაპი გულისხმობს ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე, იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი რღვევა ან ჩამოშლა და უზრუნველყოფილ იქნას მათი ყოველმხრივი სტაბილურობა; ამ ძეგლების შეფასება ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს.

მეორე ეტაპი ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას ითვალისწინებს, რომლებიც საჭიროებენ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას მათი საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. უნდა განისაზღვროს გამოსასწორებელი ღონისძიებები იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში, რომელთა რეაბილიტაციაც განხორციელდა ამ პროგრამის ხელმოწერამდე და მათზე ჩატარებულ სამუშაოებთან მიმართებაში მხარეებს გააჩნიათ მეთოდური ხასიათის შენიშვნები და რეკომენდაციები;

მესამე ეტაპის მიხედვით კი, უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია, მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში.

კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, მხარეები დაამტკიცებენ ერთობლივ სამოქმედო გეგმას;

მხარეები, ასევე იღებენ ვალდებულებას, თავიანთ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყონ მეორე მხარის წარმომადგენლებს, თავიანთ ეროვნულ და უწყებრივ არქივებში დაცული ინფორმაციისა (ფოტოსურათები, პროექტები, გრავიურები, რუქები და სხვ.) და დოკუმენტების მოძიებასა და ასლების გადაცემაში.

ფიზიკური რეაბილიტაციის დაწყებამდე, მხარეები წინასწარ აუცილებლად განახორციელებენ ძეგლების კომპლექსურ (არქეოლოგიური, გეოლოგიური, სახელოვნებათმცოდნეო და კონსტრუქციული) კვლევებს, ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. ორივე მხარე ვალდებულებას იღებს, აღნიშნული კვლევების პროცესში, უზრუნველყონ მეორე მხარის შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობა’’, - ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში საბურავებისა და ჯართი რეალიზაცია იკრძალება

26 თებერვალი, 2020 , 14:45

საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაცია 2021 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დ

„სამადლობელი“ - საქართველოს ბანკი კიდევ ერთი ახალი ინოვაციური პროდუქტის დანერგვაზე აცხადებს

26 თებერვალი, 2020 , 14:45

საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით ინოვაციური პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს კიდევ ერთი პროდუქტი- „სამადლობელი“ წარუდგინა. როგორც “მედიანიუსს“ საქართველოს ბან

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები კორონა ვირუსის თავიდან ასაცილებლად

26 თებერვალი, 2020 , 12:40

მსოფლიოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება, დიდია განკურნებულთა რაოდენობა, მაგრამ ასევე დიდია გარდაცვლილთა რაოდენობაც, მოქალაქეები შეშინებულები არიან. საქართველოში მართალია კორონა ვირუსის ჯერ არცერთი

ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება

26 თებერვალი, 2020 , 12:40

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს მომავალში ქეთევან დედოფლის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევა

თბილისში 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანენ

26 თებერვალი, 2020 , 12:40

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანენ. ამის შესახებ მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ტენდერში Tegeta Motors-მა გაიმარჯვა და კომპანია გაზ

უხარისხობაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ - კახა კალაძე

26 თებერვალი, 2020 , 11:10

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრა. კალაძემ ყურადღება გაამახვილა გლდანში ორ ქუჩაზე წარმოებულ სამუშაოებზე და უკმაყოფილება გამოთქვა სამუშა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`