უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 დეკემბერი, 2018 16:45
font-size

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნგრელ კოლეგა ლასლო ტროჩანთან ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. თბილისში ხელმოწერილი მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებასა და გამოცდილების გაზიარებას.

მხარეები ითანამშრომლებენ მართლმსაჯულების, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის, სამოქალაქო, სამეწარმეო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და მიგრაციის პოლიტიკის სფეროში. გარდა ამისა, მხარეები ითანამშრომლებენ დანაშაულის პრევენციისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

მემორანდუმის გაფორმებამდე უნგრეთის დელეგაციასთან შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრაზე თეა წულუკიანმა კოლეგა მინისტრს სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად განხორციელებული მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა გააცნო და ამავე რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატები, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობა − ეს ის თემებია, რომელთა შესახებაც მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე, გოჩა ლორთქიფანიძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ.

უნგრეთის მხარესთან გაფორმებული მემორანდუმი ხელის მოწერისთანავე ამოქმედდება.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი