უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 მაისი, 2023 16:07
font-size

პაპუნა ლეჟავამ ყოველწლიურ საბანკო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ მონაწილეობა გამოცემა The Financial-ის ორგანიზებით, ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის მხარდაჭერით გამართულ ყოველწლიურ საბანკო ფორუმში მიიღო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფორუმის - საბანკო სექტორის მომავალი (The Future of Banking-ის) ფარგლებში მონაწილეებმა ციფრული ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების და საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები განიხილეს.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფინანსური ბაზრის განვითარებაზე. მან ყურადღება ვირტუალური აქტივების რეგულაციებზე გაამახვილა.

"2022 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები მიიღო რამდენიმე კანონში, რითაც შექმნა საკანონმდებლო ბაზა ვირტუალური აქტივებისა და ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერებისთვის, რომელიც ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მათ შორის, ცვლილებები ორგანულ კანონს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ეხებოდა და საქართველოს კანონს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ. შემოთავაზებული ცვლილებების პროექტი ეფუძნებოდა ფინანსურ ღონისძიებათა ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებს და სხვა იურისდიქციების პრაქტიკულ გამოცდილებას. საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას და გაითვალისწინებს უცხოელი მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობის გამოცდილებას. ეს უზრუნველყოფს თანამშრომლობას და კოორდინაციას ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მარეგულირებელი და საზედამხედველო სირთულეების დასაძლევად," - აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ფინანსურ სექტორში ინოვაციების ტემპი სულ უფრო იზრდება, რასაც, როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ახალი რისკები მოაქვს. ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საფინანსო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი