უკან

კომენტარი

9 ნოემბერი, 2021 14:21
font-size

გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განიხილეს ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი - ირაკლი კობახიძე

ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია., ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილული იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც.

„განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილეკენ, რადიკალებს კი ვაფრთხილებთ, ნებისმიერი დაშანაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ელენე ხოშტარიას მოწამვლის გეგმასთან დაკავშირებით ინფორმაცია მათ გაუთქმელობის პირობით მიაწოდეს.

„ჩვენი ინფორმაციით, რაც მოგვეწოდა გაუთქმელობის პირობით, შედგა გარკვეული თათბირი, დაახლოებით 10-კაციანი თათბირი, სადაც განიხილეს სერიოზულად ეს საკითხი. ვაფრთხილებთ მკაცრად ყველას, ხელი აიღონ ასეთ გეგმაზე, ნებისმიერ მცდელობაზე ისინი მიიღებენ უმკაცრეს პასუხს, ეს არის ჩვენი პირობა მათ მიმართ. დანარჩენ დეტალებზე შეიძლება, მოგვიანებით გახდეს ცნობილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით - ლევან იოსელიანი

12 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ იოსელიანმა მ

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:22

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუა

„ძვირფასო` ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს - ლევან ხაბეიშვილი

12 აპრილი, 2024 , 12:11

„ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით, - ამის შესახ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი