უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ოქტომბერი, 2020 12:45
font-size

რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული სქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება პროვოკაციების რისკი.

მისივე განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“ ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიც არის „დიფ ფეიკი“.

კობახიძის განმარტებით, ამგავარი პროგრამების მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. მან ამომრჩეველს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა, რათა ისინი დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ.

„დაიწყო ბოლო საარჩევნო კვირა, არჩევნებამდე დარჩენილია რამდენიმე დღე და ძალიან მნიშვნელოოვანია ამ დღეების განმავლობაში, შევინარჩუნოთ კონსტრუქციული და მშვიდი საარჩევნო გარემო.

ბუნებრივია, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება პროვოკაცვიების რისკი და უსათუოდ მოიმატებს სიცრუის ტირაჟირების ინტენსივობა, მათ შორის, რუსული რესურსის გამოყენებით, რისი მომსწრე ჩვენ გავხდით გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილ ერთ-ერთ ტელეარხზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებებისგან, რომელიც შეიძლება უარყოფითად აისახოს საარჩევნო გარემოზე. ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა.

ამომრჩეველს ვთხოვთ მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიებითა თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ, რისი ტირაჟირების ინტენსივობა უკანასკნელი კვირების განმვლობაში დღითი დღე იზრდება.

გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიც არის, მაგალითად, „დიფ ფეიკი“, შეგახსენებთ, რომ ამგავარი პროგრამების მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი.

ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს. მიზანი არის მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება უკვე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. ვიცით ზოგადი განზრახვის შესახებ, თუმცა მეტი კონკრეტული დეტალი არ ვიცით,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი