უკან

სამართალი

5 დეკემბერი, 2023 11:11
font-size

სასამართლომ ბიზნესმენ არსენ კუტალაძის წილების საქმეზე მომჩივანის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

2023 წლის 4 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის სამ კომპანიაში კუთვნილი წილების დაბრუნების საქმეზე გარდაცვლილი ბიზნესმენის უფლებამონაცვლის მარინე წამალაიძის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რითაც საქმეს დავის საგანთან მიმართებით დაერთო ახალი მტკიცებულებები, დაკმაყოფილდა მოწმეთა გამოკითხვის მოთხოვნა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, საქმეზე მესამე პირებად იქნა ჩაბმული გარდაცვლილი ბიზნესმენის არასრულწლოვანი შვილები.

ორგანიზაცია „ახალგზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არსენ კუტალაძის ოჯახი ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმეზე თანდართული ახალი მტკიცებულებები გამორიცხავენ სარჩელზე წარმოდგენილი ცალკეული მასალების იურიდიული საფუძვლის გარეშე მოპოვების ფაქტს. მოწინააღმდეგე მხარე აცხადებდა, რომ სარჩელზე თანდართული აუდიო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები მოპოვებული იქნა კანონიერი საფუძვლის გარეშე, თუმცა ყველა დოკუმენტის მოპოვება, სინამდვილეში ხელშესახები გახდა სხვა სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე. ამასთან, საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხებიან პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სადავო კომპანიების საწესდებო კაპიტალში სადავი წილების არსენ კუტალაძის ფლობის აღიარების, დადასტურებისა და ოჯახისთვის უპირობოდ დაბრუნების პროცესში. სასამართლოს მიეწოდა დოკუმენტური მასალაც, რომელიც გამორიცხავს წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულად მიჩნევის საკითხს, რაზეც მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქმეზე მესამე პირებად ჩაბმული იქნენ არასრულწლოვანები და სასამართლომ განმარტება გააკეთა მათ უფლებაზე მემკვიდრეობით მისაღები ქონების მიმართ რეალური იურიდიული ინტერესის არსებობის თაობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ არსენ კუტალაძე ეწეოდა მრავალმხრივ ბიზნეს-საქმიანობას. კერძოდ, 2011 წლის 13 აპრილიდან გახლდათ დაფუძნებული შპს „ამდ“-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, 2013 წლის 29 მაისიდან გახლდათ დაფუძნებული შპს „LTD.NAN“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, მაგრამ იმავდროულად არარეგისტრირებულ წილს ფლობდა 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ & კომპანია“-ში, 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-სა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში. კერძოდ, 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ & კომპანია“-ში არსენ კუტალაძე ფლობდა 33.3% წილს. 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-ში არსენ კუტალაძე ფლობდა 33.3% წილს. 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში არსენ კუტალაძე ფლობდა 50% წილს.

არსენ კუტალაძე დასახელებული კომპანიებიდან იღებდა შემოსავალს, ახორციელებდა კომპანიების სრულ ფინანსურ მმართველობას, მაგრამ დასახელებულ კომპანიებში რეგისტრირებული წილის მფლობელ ბიზნეს-პარტნიორებთან - მერაბ კუტალაძესთან, რომელიც ძმაა და დავით ქათამაძესთან, რომელთანაც არსებობს მირონით ნათესაობა, სწორედ განსაკუთრებული ნდობისა და ნათესაური ურთიერთობის მხედველობაში მიღებით, წილობრივი მონაცემები ოფიციალურად არ განუსაზღრავთ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 9 იანვარს ჯერ კიდევ დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა არსენ კუტალაძე, 2019 წლის 7 აგვისტოს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, თუმცა სამკვიდრო ქონების მასაში, აგრეთვე არ აღმოჩნდა 2005 წლის 28 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „კ.მ.კ & კომპანია“-ში, 2006 წლის 2 მაისს დაფუძნებულ შპს „რადამოტორს“-სა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ შპს „ა. მ. ტრანს“-ში არსებული არსენ კუტალაძის არარეგისტრირებული წილებიც, რომლის ფლობას, არსებობას, ნამდვილობას და შესაბამისი პროპორციულობით ფინანსური სარგებლობის მიღებას ადასტურებს არსენ კუტალაძის ბიზნეს-პარტნიორები, რომლებმაც აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენება უკვე მისცეს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს.

საქმეზე წარმოდგენილი, გამოძიებისა და ექსპერტიზის დასკვნით შემოწმებული 2019 წლის 22 თებერვლისა და 2019 წლის 7 მარტის, მათ შორის ოჯახთან ახლოს მყოფი სასულიერო პირის მონაწილეობით შეხვედრების ამსახველი აუდიო ჩანაწერებით დასტურდება არსენ კუტალაძის არარეგისტრირებული წილების არსებობის ფაქტი 2005 წლის 28 სექტემბერს, 2006 წლის 2 მაისსა და 2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნებულ კომპანიებში, სწორედ იმ მოცულობითა და პროპორციულობით, რაც წარმოდგენილია სასამართლოში მოთხოვნის სახით.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ძმა - მერაბ კუტალაძე და გარდაცვლილი ბიზნესმენის პარტნიორი დავით ქათამაძემ მარინე წამალაიძეს, რომელიც გარდაცვლილის მეუღლეა, დაპირდნენ, რომ არსენ კუტალაძის არარეგისტრირებული წილები რეგისტრირდებოდა არასრულწლოვანი შვილების სახელზე, თუმცა დღემდე - უშედეგოდ. ამდენად, ოჯახმა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით და წილზე საკუთრების უფლების მოპოვებისთვის სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის: მარინე წამალაიძემ სასამართლოს ოჯახის კუთვნილი წილების დაბრუნების მოთხოვნით, თავდაპირველად, 2020 წლის 12 თებერვალს მიმართა, მაგრამ 2022 წლის 18 აპრილს, ადვოკატმა კლიენტის სათანადო ინფორმირების გარეშე, სასამართლოს სარჩელის განუხილველად დატოვების მოთხოვნა წარუდგინა. შესაბამისად, სარჩელი განუხილველად იქნა ცნობილი. მოგვიანებით, საკითხზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა - 2022 წლის 22 ივნისს მერაბ კუტალაძემ, ხოლო 2022 წლის 9 სექტემბერს დავით ქათამაძემ საგამოძიებო ორგანოში მიცემული ჩვენებებით დაადასტურეს და აღიარეს არსენ კუტალაძის წილების არსებობა ერთობლივ კომპანიებში. შედეგად, 2023 წლის 2 აგვისტოს, მარინე წამალაიძემ ახალი წარმომადგენლის ფარგლებში, კვლავ მიმართა სარჩელით სასამართლოს. ამჟამად, პარტნიორებსა და მოპასუხე კომპანიებს წილების გასხვისების უფლება ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვის შესაძლებლობა, სასამართლოს მხრიდან აკრძალული აქვს და დავის მონაწილე მოპასუხე კომპანიებსა და რეგისტრირებული წილის მფობელ პირებს სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის შესწავლაც დაიწყო, რომელიც საგამოძიებო პროცესში არსებული შედეგების ანალიზს და საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების შეფასებას შეეხება. 2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კმ.-ზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე არსენ კუტალაძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ბიზნესმენი გარდაცვლილი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად იპოვეს, მაგრამ ოჯახი და საქმის სპეციალისტები დასახელებული პირველადი ვერსიის დამაჯერებლობას გამორიცხავენ. არსენ კუტალაძე სახლს ტოვებს დილით, მიემგზვარება შეხვედრაზე, დღის განმავლობაში მასთან კონტაქტი არ ხერხდება, იგი არ პასუხობს შემავალ ზარებს, საღამოს კი სამუშაო ფართში გარდაცვლილი ხდება. საქმის მასალებით დგინდება, რომ არსენ კუტალაძე ბიზნესიდან რეგისტრირებული და არარეგისტრირებული წილებიდან გასვლას და სამშენებლო სფეროში საქმიანობის გაგრძელებას აპირებდა. შესაბამისად, პარტნიორების წინაშე იდგა კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის საკითხი, რაც მილიონს აღემატება. შესაბამისად, არ გამოირიცხება ბიზნესმენის დაღუპვა სხვა ფაქტორებით ყოფილიყო შესრულებული, რასაც არც გამოძიება გამორიცხავს, საქმეზე დაისმის პარტნიორებს შორის ურთიერთობის შესწავლაზე შესაბამისი კითხვები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქმეს მოსამართლე გოჩა დიდავა განიხილავს. მარინე წამალაიძის ინტერესებს ამჟამად „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი იცავს. მომდევნო სხდომა 2024 წლის 22 იანვარს შედგება.

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი