უკან

საზოგადოება

15 დეკემბერი, 2018 16:40
font-size

საქართველოში 10 თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა

“ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელი 170 პროცენტით გაიზარდა - ათ თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.

ოფიციალური ინფორმაციით, წინა წლის ათ თვეში თვითმკვლელობამდე მიყვანის, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით 562 საქმე იყო აღძრული, მიმდინარე წლის ათ თვეში კი ეს მაჩვენებელი 1518-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის ათ თვეში თვითმკვლელობების რიცხვი 956 ერთეულით არის გაზრდილი”, - წერს გაზეთი რეზონანსი სტატიაში სათაურით ,,10 თვეში 1518 თვითმკვლელობა - ფსიქოლოგები ქვეყანაში საგანგაშო სიტუაციაზე საუბრობენ.“

“ასევე, ყურადსაღებია სამი დღის წინ, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა. “თინეიჯერების 98%-ს ეზიზღება საკუთარი თავი, დარჩენილ 2%-ს კი იმდენად ეზიზღება, რომ შესაძლოა საერთოდ აღარ უნდოდეთ სიცოცხლე. მათ რომ სიცოცხლე და საკუთარი თავი უყვარდეთ (თავს ასე არ იგრძნობენ)”, - ამბობს 14-17 წლის გოგოების ფოკუს ჯგუფის მონაწილე ბათუმიდან. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში მშობლების უმრავლესობა ავტორიტარულ სტილს ირჩევს, რომელიც საკუთარი ავტორიტეტის გასამყარებლად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს იშველიებს. “თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ბუნდოვანია დასჯის მიზეზი და მიზანი. მშობელი არ ახდენს სწორ კომუნიკაციას შვილთან, რასაც შედეგად არ მოჰყვება მოზარდის ქცევის გამოსწორება”, - აღნიშნულია ფონდის დოკუმენტში. ფსიქოლოგები საქართველოში წინა წელთან შედარებით სუიციდის გახშირებულ ფაქტებს საგანგებოს უწოდებენ. მათი განცხადებით, თვითმკვლელობის ასაკი ძირითადად ბოლო დროს თინეიჯერებში გახშირდა. თუმცა გამონაკლისები არც ზრდასრული ასაკის ადამიანები არიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

,,რეზონანსთან“ საუბარში ფსიქოლოგი ნონა ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში თვითმკვლელობის რიცხვმა კატასტროფულად იმატა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და ამ ყველაფერს კომპლექსური სახე აქვს. მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში გრაფიკულად პაუზა არ არის და ჩვენი მოსახლეობა ყოველდღიურად უფრო და უფრო სტრესულ გარემოში ცხოვრობს. ფსიქოლოგი აცხადებს, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად საზოგადოებაში დაპირისპირების კოეფიციენტი ბოლო რამდენიმე წელია კიდევ უფრო მძაფრდება. ხიდაშელი ფიქრობს, რომ საქართველოში სიძულვილის ენა ჩვენი ცხოვრების თანმდევი გახდა და მოსახლეობა ძირითადად ბულინგითა და აგრესიით არის დაკავებული. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ამ ყველაფრის ფონზე ხშირია ასევე თვითმკვლელობამდე ადამიანის მიყვანის ფაქტებიც, რომელიც შეიძლება სრულიად გაუთვითცნობიერებლადაც მოხდეს.

“არსებობს საზოგადოებაში საკმაოდ მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა. ქვეყანაში დააკვირდით, ყველა საკმაოდ აგრესიულია და პატარა განსხვავებული მოსაზრების გამო, შესაძლოა მძიმე ბულინგის და აგრესიის მსხვერპლი გახდეთ. ბოლო 30 წელია ქვეყანაში სტრესული და მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა. პოლიტიკურადაც ხშირია სიძულვილის ენაზე საუბარი. ფაქტია, ამ სტატისტიკის მიხედვით ჩვენ უმძიმეს სტრესში ვართ და აქედან ვერაფრით გამოვდივართ. შეიძლება ქვეყანას ეკონომიკურად უჭირდეს, მაგრამ ამხელა სიძულვილში ყოფნის შემთხვევაში, ადამიანს ნორმალური ფსიქიკა ვერ რჩება. პოლიტიკამ კი ხალხი ჭკუიდან უფრო შეშალა. ეს არის ადამიანებს შორის ჩვეულებრივი კლასობრივი, რასობრივი, რელიგიური და ყველა ნიადაგზე დაწაყებული დაპირისპირება. ვთვლი, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მძიმე პერიოდს გადის”, - აცხადებს ნონა ხიდაშელი.

მისივე თქმით, თვითმკვლელობისკენ საქართველოში მიდრეკილება ყველა ასაკში არსებობს. თუმცა ამ ზღვარმა ბოლო დროს კიდევ უფრო დაბლა დაიწია და 12 წლამდე ჩამოვიდა. ხიდაშელი აცხადებს, რომ ბავშვი როგორ ოჯახშიც არ უნდა იზრდებოდეს, მასზე გარე ფაქტორებიც ზეგავლენას ახდენს. ის შესაძლოა ბულინგის ან ძალადობის მსხვერპლი სკოლაში და ქუჩაშიც გახდეს.

მისი თქმით, მართალია მშობლებს უჭირთ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მათთან კომუნიკაცია, მაგრამ ისინი მაინც ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგანაც სუიციდისკენ მიდრეკილების მქონე ბავშვი ყოველთვის იცვლება და ჩაკეტილი ხდება.

“ბავშვების მშობლებიც 90-იანი წლების თინეიჯერები არიან, რომელთა ფსიქიკაც არანაკლებ დასტრესილია. ამიტომაც არის ხშირად, რომ შვილების პრობლემების შემჩნევა უჭირთ ხოლმე. თუმცა ძალიან დაკვირვებული მშობელი შვილში შეცვლილ ფსიქიკას ყოველთვის შეამჩნევს. მშობლების უმეტესობა თავის საკუთარ პრობლემებს ვერ უმკლავდება, ამიტომაც ზედ შვილის პრობლემების დამატების ნერვები აღარ აქვს. ხშირად ბავშვის სუიციდის შემთხვევაში, მშობლები ამბობენ, რომ მას არაფერი სჭირდა. ეს ტყუილია, ბავშვში ცვლილებებს როგორც კარგი სკოლის მასწავლებელი, ასევე მშობელიც შეამჩნევს. დიდი მნიშვნელობა ჩვენს განათლების სისტემასაც ენიჭება. ყველაზე მეტი თვითმკვლელობა იმის გამო ხდება, რომ დიალოგი არ არსებობს. მნიშვნელოვანი და საგანგაშო ნიშანია, როდესაც ბავშვს ჩვენთან კონტაქტი და დიალოგი არ სურს. როცა ის ჩაკეტილია და რაღაცის დამალვას ცდილობს. მისი გახსნა და მასთან კონტაქტის ფორმა უნდა მოვძებნოთ“, - განმარტავს ნონა ხიდაშელი.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი