უახლესი ამბები
- 25.04.2024 17:33სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
- 25.04.2024 17:07საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი
- 25.04.2024 14:27ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო
- 25.04.2024 13:51უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 13:33პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება
- 25.04.2024 13:21ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
მოზაიკა
საქართველოში 14 და 15 ოქტომბრისთვის უმეტესად უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში 14 და 15 ოქტომბრისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 14 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +23, +28; მთაში +22, +27; მაღალ მთაში +18, +23 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან დილის საათებში ნავარაუდევია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +18, +23; მთაში +18, +23; მაღალ მთაში +11, +16 (ზოგან +23-მდე) გრადუსი.
თბილისში ღამისა და დილის საათებში ნავარაუდევია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +20 გრადუსი იქნება.
ხვალ, 15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +23, +28; მთაში +21, +26; მაღალ მთაში +18, +23 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია უმეტესად უნალექო ამინდი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +20, +52; მთაში +19, +24; მაღალ მთაში +12, +17 (ზოგან +22-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +24 გრადუსი იქნება.