უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

15 ივლისი, 2018 09:00
font-size

საქართველოში 15 და 16 ივლისისთვის ნალექიან ამინდს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში 15 და 16 ივლისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.

დღეს, დასავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმას ელიან, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +22, +27; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +16, +21 გრადუსი.

ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც, ზოგან ნავარაუდევია ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32; მთაში +21, +26; მაღალ მთაში +18, +23 გრადუსი.

თბილისში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +30 გრადუსი იქნება.

ხვალ, 16 ივლისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმას ელიან, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +22, +27; მთაში +18, +23; მაღალ მთაში +15, +20 გრადუსი.

ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში რამისა და საღამოს საათებში, ზოგან ნავარაუდევია ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +25, +30 (ზპგან +34-მდე); მთაში +21, +26; მაღალ მთაში +16, +21 გრადუსი.

თბილისში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +29 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

დაბნელების დროს, მთვარეს მეტეორიტი დაეცა [ვიდეო]

23 იანვარი, 2019 , 14:30

რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მოსახლეობამ „სუპერ სისხლისფერი მთვარის“ დაბნელება იხილა. თავად ეს ფაქტი საკმაოდ ამაღელვებლად ჟღერს, მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ამის შესახებ პირვ

მიიღეთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილი პერსონალური შეთავაზებები ბილაინისგან

23 იანვარი, 2019 , 13:40

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრმა, ბილაინის მობილური აპლიკაცია MyBeeline-ი კიდევ უფრო მოქნილი გახადა, რის შედეგადაც მომხმარებელს აპლიკაცი

კრიშტიანუ რონალდუს 23 თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს

22 იანვარი, 2019 , 15:22

კრიშტიანუ რონალდუს სასამართლო პროცესი 5 წუთს გრძელდებოდა. ფეხბურთელმა პროკურატურის შეთანხმება მიიღო და ჯარიმის სახით 18,8-მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა.  ფეხბურთელმა 5 მილიონი ევროს გადაუხდელობა აღიარა.

საქართველოში მერაია ქერის კონცერტი გაიმართება

21 იანვარი, 2019 , 13:54

წელს, სავარაუდოდ, მაისში BLACK SEA ARENA-ზე მერაია ქერის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ bm.ge ავრცელებს. საერთაშორისო ვარსკვლავი საქართველოში “ბრავო რექორდსს“ და "ალტერ ვიჟენს" ჩამოჰყავს, თუმცა

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა