უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ივლისი, 2018 15:50
font-size

საქართველოში 15 და 16 ივლისისთვის ნალექიან ამინდს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში 15 და 16 ივლისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.

ხვალ, 15 ივლისს დასავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმას ელიან, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +22, +27; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +16, +21 გრადუსი.

ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც, ზოგან ნავარაუდევია ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32; მთაში +21, +26; მაღალ მთაში +18, +23 გრადუსი.

თბილისში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +30 გრადუსი იქნება.

ზეგ, 16 ივლისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმას ელიან, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +22, +27; მთაში +18, +23; მაღალ მთაში +15, +20 გრადუსი.

ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში რამისა და საღამოს საათებში, ზოგან ნავარაუდევია ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +25, +30 (ზპგან +34-მდე); მთაში +21, +26; მაღალ მთაში +16, +21 გრადუსი.

თბილისში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +29 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი განკარგულება გამოსცა

21 ნოემბერი, 2018 , 14:25

საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აც

მნიშვნელოვანია, მეორე ტურის წინ ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ახალი მასშტაბური ინიციატივებისა და პროექტების დაანონსებისგან - ISFED

21 ნოემბერი, 2018 , 13:50

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე რეკომენდაცია წარმოადგინა. „ხელისუფლების მაღალი თანამ

მეორე ტურის წინ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ 5 საზოგადოებრივი მოძრაობა გააქტიურდა - ISFED

21 ნოემბერი, 2018 , 13:50

არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) ინფორმაციით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ

საჯარო მოხელეებისგან სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას მოითხოვენ, რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამსახურიდან გათავისუფლების მუქარას - ISFED

21 ნოემბერი, 2018 , 13:15

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელშიც

ინიციატივა 600 000 მოქალაქისთვის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ უპრეცედენტო მასშტაბის ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს - ISFED

21 ნოემბერი, 2018 , 13:15

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა 600 000 მოქალაქისთვის საბანკო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ამომრ

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ

21 ნოემბერი, 2018 , 12:15

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ. შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება "ნაციონალური მოძრაობა." ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტი