უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

28 ივლისი, 2018 15:30
font-size

საქართველოში 29 და 30 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 29 და 30 ივლისისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

ხვალ, 29 ივლისს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +31, +36; მთაში +31, +36; მაღალ მთაში +27, +32 გრადუსი.

უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +33, +38; მთაში +30, +35; მაღალ მთაში +20, +25 (ზოგან +30-მდე) გრადუსი.

თბილისში დღე ასევე უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +37 გრადუსი იქნება.

ზეგ, 30 ივლისს დასავლეთ საქართველოსზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +31, +36; მთაში +32, +37; მაღალ მთაში +28, +33 გრადუსი.

უნალექო ამინდია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +34, +39; მთაში +32, +37; მაღალ მთაში +28, +33 გრადუსი.

თბილისში ნავარაუდევია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +39 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა