არქივი
კომენტარი


საქართველოში არსებული კონფლიქტების პრობლემასთან დაკავშირებით ევროკავშირი თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს-იანოშ ჰერმანი
საქართელოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ევროკავშირის გენერალური მდივნის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
იანოშ ჰერმანი აღნიშნავს, რომ სურს გაეცნოს გენმერალური მდივნის ანგარიშს, თუმცა აღნიშნავს, რომ ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში არსებული კონფლიქტების პრობლემის.
„ევროკაშირის ანგარიშთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გენერალური მდივნის ანგარიშს უნდა გავეცნო. მოგეხსენებათ, რამდენად დიდ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოში არსებული კონფლიქტების პრობლემას. საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“,-აღნიშნა ჰერმანმა.
ევროკავშირის გენერალური მდივნის ანგარიშში ნათქვამიამ, რომ ევროკავშირი გმობს ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს. ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი მოწოდებისა, ადგილზე მდგომარეობა კვლავ უარესდება.
გარდა ამისა, ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ე.წ ბორდერიზაციის პროცესის გაძლიერების გამო და აღნიშნავს, რომ გაიზარდა მონაკვეთი, სადაც გავლებულია მავთულხლართები, ასევე დამონტაჟებულია სათვალთვალო აღჭურვილობა და სხვა ბარიერები.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40

ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს - ნიკა მელია
16 იანვარი, 2021 , 12:54

კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია – ეკა ბესელია
15 იანვარი, 2021 , 15:45

დამაზიანებელია იმის თქმა, რომ რურუა ოპოზიციის შეცდომის გამოა ციხეში –სალომე სამადაშვილი
15 იანვარი, 2021 , 14:10

ნატო ჩხეიძე: ცდილობს თხუნელასავით მიწაში ჩაძვრეს და ისე მართოს ეს ქვეყანა ორი-სამი ადამიანის კავშირებით
13 იანვარი, 2021 , 18:38

ივანიშვილი არის ქართველი ერისთვის ბოროტი ძიძა - გიგი უგულავა
13 იანვარი, 2021 , 16:25