უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

6 ივნისი, 2020 11:40
font-size

საქართველოში აშშ-ის საელჩო ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასა და აშშ-ში საპროტესტო გამოსვლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასა და ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული სიკვდილი არის კიდევ ერთი სულის შემძვრელი შეხსენება აშშ-ში მიმდინარე მუდმივი ბრძოლისა ამ იდეალების სრულად დასაცავად.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, ისე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო თვალყურს ადევნებს ღრმად შემაშფოთებელ ახალ ამბებს, რომლებიც უკავშირდება პოლიციელების მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფაქტს, 25 მაისს, მინესოტაში.

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, მშვიდობიანი პროტესტები და თანმდევი ძალადობა, რასაც ადგილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ნაწილში, მათ შორის, ვაშინგტონში შეგვახსენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია ისწრაფვის და ზოგჯერ წინააღმდეგობებსაც აწყდება რთულ ბრძოლაში დემოკრატიული ღირებულებების, განსამტკიცებლად, რაც თავისთავად მოიცავს კანონის უზენაესობას, სამართლიან და თანასწორ მოპყრობას ყველას მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, ცხადია შორსაა სრულყოფისგან.

ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული სიკვდილი არის კიდევ ერთი სულის შემძვრელი შეხსენება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მუდმივი ბრძოლისა ამ იდეალების სრულად დასაცავად. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები: სიტყვის, პრესისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება აქცევს ამერიკას ღია ქვეყნად, რომელიც ესწრაფვის თავისუფლებასა და სამართლიანობას ყველასათვის და უარყოფს ძალადობას, რომელიც არავის და არანაირ ღირებულ მიზანს არ ემსახურება.

ჩვენ ვისწრაფვით ამ იდეალების გათავისებისკენ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, რადგანაც ეს იდეალები ძლიერი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია.

ჩვენ არ შევეცდებით დავფაროთ ჩვენი მტკივნეული ბრძოლა, რადგან გვჯერა, რომ გულწრფელი საჯარო დისკუსია დაგვეხმარება გავხდეთ უკეთესი და უფრო ძლიერი.

ფუნდამენტური ღირებულებების განმტკიცება არის გზა, რომლის საშუალებითაც სრულად მივაღწევთ თანასწორობას, შევებრძოლებით დისკრიმინაციასა და უსამართლობას. ჩვენ გვამხნევებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოთქმული წუხილი და მხარდაჭერა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს - ილჰამ ალიევი

16 ივლისი, 2020 , 17:35

ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, აზერბაჯიანელ ხალხს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულერებაზე გამართული უაზრო მოლაპარაკებები უკვე მობეზრდა - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. გამართულ შე

კორონავირუსის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

14 ივლისი, 2020 , 12:25

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 13,103,290-ს შეადგენს. ჩOVID-19-ს 573,102 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქ

მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ ძალის გამოყენება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

14 ივლისი, 2020 , 10:11

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს სომხეთ-აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვარზე მომხდარ ძალადობის ფაქტებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში არის აღნიშნული. „მოვუწოდებთ მხარეებს

სომხეთი: კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა, 13 გარდაცვლილი პაციენტი

11 ივლისი, 2020 , 12:40

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 31 392-მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთ

რუსეთი: კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა, 188 გარდაცვლილი პაციენტი

11 ივლისი, 2020 , 12:40

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 720 547-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 188 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიც

რუსეთი: კორონავირუსის 6 635 ახალი შემთხვევა და 174 გარდაცვლილი პაციენტი

10 ივლისი, 2020 , 13:20

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 713 936-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 174 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე