უახლესი ამბები
- 14.11.2025 19:12მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის პირველი იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცი იკრძალება
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
არქივი
საზოგადოება
საქართველოში აუტიზმის მქონე პირები მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების პროცესში კვლავ დაბრკოლებებს აწყდებიან - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში აუტიზმის მქონე პირები მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების პროცესში კვლავ დაბრკოლებებს აწყდებიან. მწვავედ დგას ამ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი და მხარდამჭერი სერვისების დანერგვის საკითხი.
„გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის შესაბამისად, ყოველი წლის 2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება. ამ დღის დაწესებიდან 17 წლის შემდეგ, მისი დატვირთვა კიდევ უფრო გაფართოვდა და ცნობიერების ამაღლებასთან ერთად მოიცავს აუტიზმის მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას, მათ პატივისცემას, ამ პირთა მიერ თემისა და მსოფლიოს განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარებას.
2025 წლის მთავარი თემაა „ნეირომრავალფეროვნების განვითარება და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs),“ რაც ყურადღებას ამახვილებს ნეირომრავალფეროვნებისა და გლობალური მდგრადობის ძალისხმევის თანხვედრის მნიშვნელობაზე.
საქართველოში აუტიზმის მქონე პირები მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების პროცესში კვლავ დაბრკოლებებს აწყდებიან. მწვავედ დგას ამ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი და მხარდამჭერი სერვისების დანერგვის საკითხი. რამდენიმე მუნიციპალიტეტში არსებული სარეაბილიტაციო პროგრამები მხოლოდ არასრულწლოვანებისთვის მოქმედებს და აუტიზმის მქონე ზრდასრულებისთვის კვლავ მიუწვდომელია. პრობლემურია აუტიზმის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომა. გონივრული მისადაგების პრინციპის უგულებელყოფა და სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის სირთულეები დამატებით ბარიერებს ქმნის ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზების პროცესში. ამ დრომდე არ არის განვითარებული აუტიზმის მქონე პირებისა და მათი ოჯახების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისები. გამოწვევას წარმოადგენს ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მიწოდება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებითი მონაწილეობა და საზოგადოებაში სტიგმის შემცველი დამოკიდებულება, მათ შორის, პოლიტიკოსების მხრიდან დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, დაინტერესებული პირების ჩართულობით, სათანადო ძალისხმევა გასწიონ აუტიზმის მქონე პირებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების, ინკლუზიური საზოგადოების ფორმირების, ამ პირთა რეალიზებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის, მათ ჯანდაცვისა და უწყვეტ სარეაბილიტაციო პროგრამებზე წვდომის უზრუნველსაყოფად“,-აღნიშნულია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
14 ნოემბერი, 2025 , 16:00
საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
14 ნოემბერი, 2025 , 15:54
15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
14 ნოემბერი, 2025 , 15:41
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
14 ნოემბერი, 2025 , 15:27
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
14 ნოემბერი, 2025 , 15:03
საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
14 ნოემბერი, 2025 , 13:03

