უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
არქივი
საზოგადოება
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში საელჩო მოუწოდებს, არ აყვნენ რაიმე პროვოკაციებს, აჩვენონ პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მაშინვე გამოეხმაურა დმანისში აზერბაიჯანელების კუთვნილ “ომარის” მაღაზიაზე მასობრივ თავდახმას და მის გარშემო მომხდარ შეტაკებებს. საელჩოს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ, გაეცნენ სიტუაციას და დაუკავშირდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას. ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ტარდება აუცილებელი ზომები.
ამ თვალსაზრისით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ უსიამოვნო მოვლენის პოლიტიკურად შემოსვა ჩაცმა, მისი აღწერა როგორც ეთნიკური დაპირისპირება, არ შეესაბამება აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების სულისკვეთებას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ვითარდება. საელჩო თავის თანამემამულეებს მოუწოდებს, არ აყვნენ რაიმე პროვოკაციებს, აჩვენონ პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა.
ინციდენტი უნდა შეფასდეს წმინდა იურიდიულ დონეზე და დამნაშავე ცნონ ინდივიდუალურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ უსიამოვნო მოვლენის უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საელჩო განაგრძობს რეგულარულ კონტაქტებს საქართველოს შესაბამის ორგანოებთან.
ძვირფასო თანამემამულეებო,
თქვენ ყოველთვის იყავით აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ნათელი გამოვლინება. საელჩო ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში და გამოხატავს მის ნდობას თქვენი სიბრძნისადმი”, - ნათქვამია განცხადებაში.