უკან

ეკონომიკა

20 ოქტომბერი, 2016 13:30
font-size

საქართველოში ჩაის ინდუსტრიაში ინვესტირებით ჩინეთის მსხვილი კომპანიები ინტერესდებიან

საპარტნიორო ფონდს საქართველოში ჩაის ინდუსტრიის აღდგენისა და განვითარების შესახებ საინვესტიციო წინადადებით ჩინეთის მსხვილი კომპანიები ეწვივნენ. ჩინური კომპანიები; Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd -ი და China Agricultural Science amd Technology Entrepreneurship and InnovationLeague The International Committee საქართველოში ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტის განხორციელების შესაძლებლობას საპარტნირო ფონდთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განიხილავენ, _ აცნობეს მედიანიუსს საპარტნიორო ფონდიდან.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩაის მრეწველობის დარგში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. ჩინურმა მხარემ საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს საქართველოში ჩაის წარმოების კომპლექსური, ინდუსტრიული ზონის შესახებ მსხვილ ბიუჯეტიანი ბიზნეს გეგმა და საინვესტიციო შეთავაზების დეტალები გააცნო.

მხარეებმა საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენის, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტური გამოყენების, ჩაის წარმადობისა და ხარისხის ამაღლების, რეგიონებში დასაქმების, ჩაის დარგვისა და მოვლის კულტურის ამაღლების და საქართველოში ჩაის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციის გაუმჯობესების საკითზე გაამახვილეს ყურადღება. ჩინეთის მსხვილი კომპანიები საქართველოს, ჩაის მასშტაბური განვითარებისა და მისი მრეწველობისთვის საუკეთესო პირობების მქონე ქვეყანად განიხილავენ.

საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ამა წლის 11 მაისს საპარტნიორო ფონდს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩინურ კომპანიებს Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd, გაფორმდა.

მომავალი 3 წლის განმავლობაში ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება - დავით თვალაბეიშვილი

14 ოქტომბერი, 2019 , 13:11

არაგვიჰესი და მისი წყალსაცავი ენერგეტიკული დანიშნულების გარდა, ადგილობრივი ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებასაც უწყობს ხელს. ჰესის მშენებლობისას გაყვანილი გზა და ხელოვნური ტბა იზიდავს ტურისტებს, აღდგენილი გზით კი ად

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც შეძლო რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში - ივანე მაჭავარიანი

12 ოქტომბერი, 2019 , 14:15

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ამჟღავნებს მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ. მისი თქმით, ბოლო წლებში რეგიონში არსებული კრიზი

Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი საქართველოს მიმართ ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარებაა - ნათია თურნავა

12 ოქტომბერი, 2019 , 12:50

წამყვანი სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მხრიდან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ბიჯით გაზრდა, რაც პირველად მოხდა 2011 წლის შემდეგ, ძალიან მკაფიო აღიარებაა იმ წარმატებული ეკონომიკური რეფორმები

„ბილტმორში“ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა

11 ოქტომბერი, 2019 , 13:10

22-23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილია „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი,“ რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება. ფორუმის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სა

აბრეშუმის გზის ფორუმზე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის სამთავრობო და ბიზნესსექტორის 2000 წარმომადგენელს ველოდებით - გენადი არველაძე

11 ოქტომბერი, 2019 , 13:10

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმისადმი არის ძალიან მაღალი ინტერესი როგორც ბიზნესსექტორიდან, ასევე სამთავრობო სექტორიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელსაც უმასპინძლებს მაღალი რანგის სტუმრებს რეგიონის მეზობელი ქვე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9633 ლარი გახდა

9 ოქტომბერი, 2019 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9683 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ