უახლესი ამბები
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
მოზაიკა
საქართველოში დღეს არამდგრად ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 14 ივლისისთვის მცირე ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32, მთაში +25, +30; მაღალ მთაში +21, +26 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +27, +32; მთაში +25, +30; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.
თბილისში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +31 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი