უკან

მოზაიკა

17 მაისი, 2018 09:00
font-size

საქართველოში დღეს არამდგრად ამინდს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეისთვის მცირე წვიმას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა და ზოგან ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +25, +30; მთაში +23, +28; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევრიდან ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +25, +30; მთაში +22, +27; მაღალ მთაში +14, +19 გრადუსი.

თბილისში დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +29 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მერაია ქერის კონცერტი გაიმართება

21 იანვარი, 2019 , 13:54

წელს, სავარაუდოდ, მაისში BLACK SEA ARENA-ზე მერაია ქერის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ bm.ge ავრცელებს. საერთაშორისო ვარსკვლავი საქართველოში “ბრავო რექორდსს“ და "ალტერ ვიჟენს" ჩამოჰყავს, თუმცა

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა