უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

5 ივლისი, 2018 09:00
font-size

საქართველოში დღეს არამდგრად ამინდს ელიან

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 5 ივლისს არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +25, +30; მთაში +25, +30; მაღალ მთაში +23, +28 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ დასავლეთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელაი სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +34, +39; მთაში +27, +32; მაღალ მთაში +22, +27 გრადუსი.

თბილისში უმეტესად მცირე მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, თუმცა დღე უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +38 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა