მოზაიკა
საქართველოში დღეს არამდგრად ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეისთვის ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +30, +35; მთაში +28, +33; მაღალ მთაში +25, +30 გრადუსი.
მცირე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, გორი-სურამის მონაკვეთზე ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +24, +29; მთაში +25, +30; მაღალ მთაში +17, +22 (ზოგან +27-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +28 გრადუსი იქნება.