უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
მოზაიკა
საქართველოში დღეს და ხვალ მცირე ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 5 და 6 აგვისტოსთვის მცირე ნალექს პროგნოზირებენ.
დღეს, 5 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32; მთაში +25, +30; მაღალ მთაში +19, +24 გრადუსი.
ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +31, +36; მთაში +28, +33; მაღალ მთაში +19, +24 (ზოგან +28-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +34 გრადუსი იქნება.
ხვალ, 6 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +28, +33; მთაში +26, +31; მაღალ მთაში +21, +26 გრადუსი.
ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32; მთაში +24, +29; მაღალ მთაში +15, +20 (ზოგან +24-მდე) გრადუსი.
თბილისში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +31 გრადუსი იქნება.