უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

17 სექტემბერი, 2017 09:00
font-size

საქართველოში დღეს და ხვალ უმეტესად უნალექო ამინდს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში 17 და 18 სექტემბრისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრიწამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +32, +37; მთაში +29, +34; მაღალ მთაში +25, +30 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +28, +33; მთაში +27, +32; მაღალ მთაში +18, +23 (ზოგან 28-მდე) გრადუსი.

თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში +32 გრადუსი იქნება.

ხვალ, 18 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრიწამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +32, +37; სანაპირო რაიონებში +27, +32; მთაში +31, +36; მაღალ მთაში +26, +31 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +29, +34; მთაში +28, +33; მაღალ მთაში +17, +23 გრადუსი.

თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში +31 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა