მოზაიკა


საქართველოში დღეს ყინვას, ძლიერ ქარს და ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს ნალექს, ყინვას და ქარის გაძლიერებას ელიან.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ წვიმას ელიან, მთაში კი თოვლს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +5, +10; მთაში -2, +3: მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია ნავარაუდევი, მთაში თოვლის სახით. მაღალ მთაში მოსალოდნელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +3, +8; მთაში -3, +2; მაღალ მთაში -7, -2 გრადუსი.
თბილისში ღამით შესაძლებელია მცირე წვიმა, დღე კი, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +6 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 592, საიდანაც 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში
9 იანვარი, 2021 , 11:59

რა იწვევს ვარიკოზს?
4 იანვარი, 2021 , 17:40

ვთამაშობთ ჭადრაკს - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და responsible.ge -ს ახალი პროექტი
28 დეკემბერი, 2020 , 15:57

BENTLEY MOTORS წარადგენს განვითარების ახალ სტრატეგიას BEYOND100
2 ნოემბერი, 2020 , 19:56

BENTLEY MOTORS წარმოგიდგენთ ახალ 8 ცილინდრიან FLYING SPUR
22 ოქტომბერი, 2020 , 21:49
ბენტლის შესრულებაზე ფოკუსირებული ჩვენება გუდვუდში SPEEDWEEK-ზე
21 ოქტომბერი, 2020 , 16:20