მოზაიკა
საქართველოში დღეს მოღრუბლულობას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის ცვალებად ღრუბლიანობას პროგნოზირებენ.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-225 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +14, +19; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +4, +9 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა უმეტესად უნალექო ამინდი. შესაძლებელია ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, გორი-სuრამის მონაკვეთზე 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +6, +11; მთაში +5, +10; მაღალ მთაში -3, +2 (ზოგან +7-მდე) გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დილის საათებში კი ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +10 გრადუსი იქნება.