უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

3 მარტი, 2018 09:00
font-size

საქართველოში დღეს მცირე ნალექს ელიან

საქართველოში 3 მარტს არამდგარდ ამინდს პროგნოზირებენ.

დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +15, +20; მთაში +9, +14; მაღალ მთაში +4, +9 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +7, +12; მთაში +7, +12; მაღალ მთაში -2, +3 გრადუსი.

თბილისში, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, დილის საათებში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +11 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა