მოზაიკა
საქართველოში დღეს ნალექიან ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის უმეტესად ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ზოგან შესაძლებელია ელჭექი. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +17, +22; მთაში +16, +21; მაღალ მთაში +11, +16 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა. ზოგან შესაძლებელია ელჭექი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +20, +25; მთაში +17, +22; მაღალ მთაში +10, +15გრადუსი.
თბილისში დღის მეორე ნახევრიდან ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, +23 გრადუსს მიაღწევს.
ნინო ექვთიმიშვილი