უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
მოზაიკა
საქართველოში დღეს ნალექიან ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +20, +25; მთაში +16, +21; მაღალ მთაში +10, +15 გრადუსი.
ასევე, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოში. უმეტეს რაიონში წვიმაა ნავარაუდევი. ზოგან შესაძლებელია ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +15, +20; მთაში +13, +18; მაღალ მთაში +7, +12 გრადუსი.
თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +17 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი