უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

14 ივლისი, 2018 09:00
font-size

საქართველოში დღეს ნალექიან ამინდს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში დღეს ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმას ელიან, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +22, +27; მთაში +22, +27; მაღალ მთაში +18, +23 გრადუსი.

ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც, ზოგან ნავარაუდევია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +28, +33; მთაში +23, +28; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.

თბილისში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +32 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა