მოზაიკა
საქართველოში დღეს ცვალებად ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეს ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +25, +30; მთაში +23, +28; მაღალ მთაში +19, +23 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევარში ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +25, +30; მთაში +23, +28; მაღალ მთაში +15, +20 გრადუსი.
თბილისში დღის მეორე ნახევარში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +29 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი