უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

30 მაისი, 2018 09:00
font-size

საქართველოში დღეს წვიმას ელიან

სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +25, +30; მთაში +25, +30; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +19, +24; მთაში +18, +23; მაღალ მთაში +10, +15 (ზოგან +22-მდე) გრადუსი.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +22 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა