უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

11 იანვარი, 2017 09:00
font-size

საქართველოში დღეს უმეტესად უნალექო ამინდს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +9, +14; მთაში +5, +10; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი.

უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგან შესაძლებელია ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +4, +9; მთაში -1, +4; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი.

თბილისში დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დილის საათებში შესაძლებელია ნისლი. დაუბერავს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, დედაქალაქში +7 გრადუსს მიაღწევს.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა