უახლესი ამბები
არქივი
მოზაიკა
საქართველოში დღეს უმეტესად უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ჩრდილო რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +9, +14, მთაში +5, +10; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +11, +16; მთაში +6, +11; მაღალ მთაში -2, +3 გრადუსი.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +14 გრადუსი.
ნინო ექვთიმიშვილი