უკან
მოზაიკა
25 თებერვალი, 2017 09:00
საქართველოში დღეს უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +15, +20; მთაში +12, +17; მაღალ მთაში +5, +10 გრადუსი.
უნალექო ამინდია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +13, +18; მთაში +9, +14; მაღალ მთაში +3, +8 გრადუსი.
თბილისში დღე ასევე უნალექოდ ჩაივლის. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +16 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი