უკან
მოზაიკა
30 მარტი, 2017 09:00
საქართველოში დღეს უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +18, +23; მთაში +13, +18; მაღალ მთაში +10, +15 გრადუსი.
უნალექო ამინდია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +18, +23; მთაში +15, +20; მაღალ მთაში +10, +15 გრადუსი.
თბილისში დღეს უნალექო ამინდს ელიან. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედალაქში +19 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი