მოზაიკა
საქართველოში დღეს უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +24, +29; მთაში +23, +28; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.
უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც. დილისა და ღამის საათებში ზოგან შესაძლებელია ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +20, +25; მთაში +19, +24; მაღალ მთაში +11, +16 (ზოგან +20-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. დილისა და ღამის საათებში შესაძლებელია ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +21 გრადუსი იქნება.