უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 აგვისტო, 2020 17:10
font-size

საქართველოში ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რიინა კალიურანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა.

როგორც რიინა კალიურანდმა განაცხადა, ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა სფეროში.

„მოხარული ვარ, რომ დავინიშნე საქართველოში ესტონეთის ელჩად. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი. საქართველოსა და ესტონეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ. დარწმუნებული ვარ, ესტონეთი, როგორც აქამდე, გააგრძელებს საქართველოში ისეთი სფეროების განვითარების ხელშეწყობას, როგორებიცაა განათლებისა და ჯანდაცვის სისტემები, კიბერუსაფრთხოება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. მინდა, უფრო მეტი შევიტყო საქათველოს შესახებ, ვიმოგზაურო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და გავიცნო ადგილობრივი მოსახლეობა“, – განაცხადა საქართველოში ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რიინა კალიურანდმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრისას მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და ესტონეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. ამ კონტექსტში, აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, ისევე როგორც ძალიან აქტიური სექტორული თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებს შორის. ხაზი გაესვა, რიგი მიმართულებებით ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარების მზაობას.

„მინისტრმა ელჩთან ასევე განიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. აღინიშნა ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობა. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და ქართული მხარის მოლოდინებს ამ პროცესისგან. გარდა ამისა, მინისტრმა და ელჩმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დღის წესრიგში არსებული აქტუალური თემები“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს მინისტრმა ელჩთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა და წარმატება უსურვა საქართველოში მის შემდგომ საქმიანობაში.

ბოკუჩავა თურნავას: ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, ის ადამიანი სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლილსას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო გააკრიტიკა. მისი განცხადებით, მოსახლეობა

რეალობას მოწყვეტილი მთავრობა სხვა საქართველოზე საუბრობს - გიორგი ვაშაძე

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ სიმძიმეს ეროვნული ვალუტის კურსი ყველაზე მეტად გამოხატავს. ვაშაძის გ

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - ზურაბ ჭიაბერაშვილი

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მიმართავს. ჭიაბერაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩააგდო

„ჩვენი საქართველო` ელიტურ კორუფციაზე ეკონომიკის მინისტრს, პასუხს კიდევ ერთხელ სთხოვს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას პარლამენტში მისვლას ეხმაურება. პარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი არაერთი მცდელობის მიუხედავათ, თურნავამ კომპანია „ელგ

კაპანაძე თურნავას: როდესაც დაინფიცირების ზრდა დიდი არ იყო, ბუზს ესროლეთ ქვემეხი და ახლა სტატისტიკის უკან იმალებით

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ეკონომიკის მინისტრს აკრიტიკებს და ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. სერგი კაპანაძის თქმით, ყველა ის მონაცემი, რაც მოიყვანა მინისტრმა არის ტყუილ

სალომე ზურაბიშვილი - პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვანი სწავლების საქართველოში ჩატარება მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია

18 სექტემბერი, 2020 , 12:25

სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან, რომელიც არის ჩვენი მყარი მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზ