უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 იანვარი, 2020 14:30
font-size

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 14.2 პროცენტით გაიზარდა

საქართველოში ფულადი გზავნილები ერთ წელში 14.2 პროცენტით, 21.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ერონული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 172.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.2 პროცენტით აღემატება 2018 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს. ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი – 43.82 მლნ აშშ დოლარი გასული წლის დეკემბერში საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოვიდა.

გზავნილების ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის 19.25 პროცენტით იტალიიდან. დეკემბერში ამ ქვეყნიდან საქართველოში 23.83 მლნ დოლარის გზავნილი შემოვიდა. საბერძნეთიდან კი, ერთ წელში გზავნილების მოცულობა 14.80 პროცენტით გაიზარდა და დეკემბერში 19.60 მლნ დოლარი შეადგინა. ასევე 27.41 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება გერმანიიდან, საიდანაც გასული წლის დეკემბერში საქართველოში 5.17 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გაიზარდა აშშ-დან და ისრაელიდანაც. აშშ-დან საქართველოში ფულადი გზავნილის სახით გასული წლის დეკემბერში 16.51 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2018 წლის იმავე თვის მონაცემს 9.39 პროცენტით აღემატება, ისრაელიდან ზრდა კი, 12.30 პროცენტს შეადგენს და გასული წლის დეკემბერში ამ ქვეყნიდან გზავნილის მოცულობა 14.55 მლნ დოლარზე დაფიქსირდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.5 მლნ აშშ დოლარი (74.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.7 პროცენტით მეტია.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 იანვრისთვის - დოლარი - 2.8877 ლარი, ევრო - 3.2077 ლარი, ფუნტი - 3.7676 ლარი

21 იანვარი, 2020 , 17:35

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8877 ლარი ეღირება, ევრო – 3.2077 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7676 ლარი. 21 ია

აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

21 იანვარი, 2020 , 15:35

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 21 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულე

დერივატივების კანონის მიღებით ქართული ფინანსური ბაზრების განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო - ეროვნული ბანკი

21 იანვარი, 2020 , 13:00

საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით,

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.8770 ლარი ეღირება

21 იანვარი, 2020 , 11:35

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 21 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8770 ლარი ეღირება, ევრო -3.1892 ლარი, ხოლო გირვანქა სტერლინგი - 3.7369 ლარი. 20 იანვარის ოფიციალური კურსით კი ერთი ამერი

2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს - „საქსტატი“

20 იანვარი, 2020 , 14:20

2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 68.2%-ით გაიზარდა და 686.7 მლნ. აშშ დოლარი

2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის 62%-ი ადგილობრივი წარმოების პროდუქციაა - „საქსტატი“

20 იანვარი, 2020 , 14:20

2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის 62%-ი ადგილობრივი წარმოების პროდუქციაა. ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ადგილობრივი ექსპორტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელის გამოქვეყნებაც სახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`